2025 წლის კარიერული კვირეული ოფიციალურად დაიწყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
„რუსთავის ფოლადი“ წელსაც, ტარდიციულად იღებდა მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში,რომელიც სტუდენტებს ეხმარება ცოდნისა და გამოცდილების მიღებაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი-ს მიერ ორგანიზებული კარიერული კვირეულის მიზანია, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დაკავშირება წამყვან კომპანიებთან, მათთვის კარიერული გზების გაკვალვა და სამომავლოდ დასაქმების პერსპექტივის შესაძლებლობების მიცემა.
ღონისძიების დროს „რუსთავის ფოლადის“ გუნდი სტუდენტებს ესაუბრა, გაუზიარა მათ გამოცდილება მიმდინარე და მომავალი სამუშაო შესაძლებლობების შესახებ. განიხილეს რჩევები, თუ როგორ ააშენონ და განავითარონ წარმატებული კარიერა სამრეწველო და საწარმოო სექტორებში.
ახალგაზრდების განვითარებისადმი ჩვენი მუდმივი სურვილის ფარგლებში, „რუსთავის ფოლადის“ კომპანია აქტიურად უჭერს მხარს ახალგაზრდების დასაქმებასა და პროფესიულ ზრდას – რაც მუდმივად ხელს უწყობს საქართველოს მომავლისთვის უფრო ძლიერი და კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნას.