დაიწყე კარიერა ინდუსტრიაში: მვალცავის პროფესიის შესწავლა (მილსაგლინავი საამქრო)
ჩვენ ვასწავლით მვალცავის პროფესიას — ფოლადის მილების წარმოებაში ერთ–ერთ მთავარ სამუშაო სპეციალობას.
გინდა მიიღო რეალური პროფესია, დაეუფლო რთულ აღჭურვილობას და იმუშაო საქართველოს მსხვილ სამრეწველო საწარმოში? გიწვევთ სასწავლო პროგრამაზე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.
რას გააკეთებ შენ?
მვალცავი მართავს მილის ნამზადის გლინვის პროცესს საგლინავ დანადგარებზე, აკონტროლებს ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრებს. პროდუქციის ხარისხი პირდაპირ დამოკიდებულია მის სიზუსტესა და ყურადღებაზე.
გამოცდილება საჭირო არ არის — ყველაფერს ნულიდან გასწავლით.
სწავლებისა და სტაჟირების პერიოდში:
• შეისწავლი საწარმოო დანადგარზე მუშაობას;
• გაეცნობი მილების წარმოების ტექნოლოგიას;
• დაეუფლები პროდუქციის ხარისხის კონტროლს;
• შეიძენ სამრეწველო აღჭურვილობაზე უსაფრთხო მუშაობის უნარებს;
ანაზღაურება და კარიერული ზრდა.
• სწავლებისა და სტაჟირების პერიოდში — შემოსავალი 2400 ლარამდე (გადასახადების გარეშე).
• პროფესიის მინიჭების შემდეგ — უფრო მაღალი ანაზღაურება.
• კვალიფიკაციის ამაღლება = ხელფასის ზრდა.
• გექნება შესაძლებლობა გახდე უფროსი მვალცავი ან ცვლის ოსტატი.
ეს არის სამუშაო, სადაც შენი პროფესიული ზრდა პირდაპირ გავლენას ახდენს შემოსავლის დონეზე.
ვის ვეძებთ?
• კოლეჯებისა და ტექნიკუმების კურსდამთავრებულებს.
• კანდიდატებს გამოცდილების გარეშე, რომლებიც მზად არიან ისწავლონ.
• პასუხისმგებლიან და ყურადღებიან ადამიანებს.
• მათ, ვისაც სურს მუშაობა დიდ საწარმოო კომპანიაში.
თუ გინდა დაეუფლო სერიოზულ პროფესიას და ააგო კარიერა ინდუსტრიაში — დაიწყე სწავლით მილსაგლინავ საამქროში.
დატოვე განაცხადი, მოდი და გაეცანი წარმოებას!