რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ყველაზე გამოცდილი თანამშრომელი პავლე წერეთელი პენსიაში გავიდა , აღნიშნულთან დაკავშირებით ქარხნის ხელმძღვანელობამ თანამშრომლებთან ერთად მას გაცილების საღამო მოუწყო.
პავლე წერეთელი 64 წლიანი თავდადებული შრომის შემდეგ შვებულებაში გავიდა თუმცა ქარხანასთან თანამშრომლობას მაინც აგრძელებს. 88 წლის პავლე წერეთელი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში 1951 წლიდან მუშაობდა, მის სახელს არაერთი წარმატება უკავშირდება, რომელიც ქარხანას წლების განმავლობაში დაუგროვდა. ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი რაც პავლე წერეთელის სახელს უკავშირდება მილსაგლინავი საამქროს გაშვება და უნაკერო მილების წარმოების განვითარებაა.